მწვანე აჯიკა
ინგრედიენტები:
- წიწაკა (მწვანე, ცხარე) – 4 ცალი.
- ქინძი – 4 თაიგული
- ნიორი – 8-10 კბილი
- მარილი – 1 ს.კ.
მომზადების წესი:
- მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი.
- გაასუფთავეთ ნიორი, ამოიღეთ თესლი წიწაკიდან.
- ყველაფერი ჩადეთ ბლენდერში და გააკეთეთ პიურე. თუ ბლენდერი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცის საფქვავი.
- დაამატეთ მარილი – დაახლოებით 1 ს.კ. ზედის გარეშე.
Comments