ინგრედიენტები:

  • არაქისის კარაქი – 1/2 ს.კ.
  • ბანანი – 4 ცალი.
  • ნატურალური იოგურტი – 2 ს.კ.
  • ყავისფერი შაქარი – 1/4 ს.კ.
  • რძე – 1/2 ს.კ.
  • ვანილის ექსტრაქტი – 1 ს.კ.
  • არაქისის კარაქი – 1/4 ს.კ.
  • ყავისფერი შაქარი – 1 ს.კ.

მომზადების წესი:

  1. წინასწარ გამოაცალეთ ერთი ბანანი ნაყინის მოსაშვენებლად.
  2. ბლენდერის თასში მოათავსეთ ბანანი, არაქისის კარაქი, იოგურტი, რძე, ყავისფერი შაქარი და ვანილის ექსტრაქტი. სცემეთ სანამ ერთგვაროვანი გახდება. დაასხით ეს ნარევი ჩამოსხმის ფორმაში და მოათავსეთ საყინულეში საათნახევრის განმავლობაში.
  3. სანამ ნაყინი გაგრილდება, მოამზადეთ არაქისის კრემი: მიკროტალღოვში გაათბეთ არაქისის კარაქი ან უბრალოდ დატოვეთ ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე (პირველი მეთოდი უფრო სწრაფია).
  4. შეურიეთ კარაქი ყავისფერ შაქართან. და დაასხით მზა ნაყინს ეს ნაზავი. გადაიტანეთ დანა ნაყინის ზედაპირის გასწვრივ, რათა შექმნათ მარმარილოს ნიმუში. დააბრუნეთ ნაყინი საყინულეში კიდევ 3-6 საათის განმავლობაში.

ბანანის და არაქისის ნაყინი

ბანანის და არაქისის ნაყინი

 

Comments