დამარინებული გოგრის სალათი პომიდორით
ინგრედიენტები:
- პომიდორი ჩერი – 8 ცალი.
- ფიჭვი ან დაჭრილი ნიგოზი – 1 ს.კ.
- სალათის მიქსი – 1 პაკეტი
- ჩილის წიწაკა – ½ ჩ.კ.
- ქინძი – ½ ჩ.კ.
- იტალიური მწვანილი – ½ ჩ.კ.
- გოგრა – 150 გ
- სოიოს სოუსი – 2 ჩ.კ.
- ძმარი – 1 ჩ.კ.
- თაფლი – 2 ჩ.კ.
- ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
მომზადების წესი:
- მარინადისთვის, ფრთხილად აურიეთ თაფლი, ძმარი, ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი.
- გოგრა გაჭერით წვრილ ზოლებად, დაასხით ქინძი და იტალიური მწვანილი, 1 საათის განმავლობაში მიღებული სოუსის მარინადში დატოვეთ.
- პომიდორი ჩერი ნახევრად დავჭრათ.
- ჩილის წიწაკას თესლი მოაშორეთ და ნახევარ რგოლებად დაჭერით.
- სალათის მიქსი თეფშზე მოათავსეთ, მასში დამარინებული გოგრა, პომიდორი და ჩილის წიწაკა.
- სალათას დაასხით ცოტა მარინადი და თხილი.
Comments