ლობიო სოფლურად
ინგრედიენტები:
- ახალი ქინძი 10 გ
- ხახვი ½ თავი
- სიმებიანი ლობიო 400გრ
- ნიგოზი 100გრ
- მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
- მშრალი აჯიკა
- უცხო-სუნელი
- მწვანე რეღანი 10 გ
- წითელი რეღანი 10გრ
- ნიორი 1 კბილი
- ღვინის ძმარი 1 ჩაის კოვზი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ლობიო (ამ მიზნებისათვის საუკეთესოდ შეეფერება ქართული გრძელი ლობიო) დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად და მოვხარშოთ – დუღილის დაწყებიდან დაახლოებით ოცი წუთი დასჭირდება.
- ხახვი წვრილად დაჭერით და შეწვით მზესუმზირის ზეთში მცირე რაოდენობის წყლის დამატებით.
- ნიგოზი ორჯერ გადაახვიეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ შეურიეთ ხახვს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, დაჭრილი ნიორი, აჯიკა და უცხო-სუნელი, დაასხით ღვინის ძმარი, ყველაფერი კარგად აურიეთ ლობიოსთან ერთად. თუ გინდათ – მარილი დაამატეთ.
ლობიო სოფლურად
ლობიო სოფლურად
Comments