მსხალი შოკოლადში
ინგრედიენტები:
- მსხალი – 6 ცალი.
- შოკოლადი – 200 გრ
- ნაღები – 1/2 ჩ.
- შაქარი – 1/2 ჩ.
- წყალი – 2 ჩ.
მომზადების წესი:
- მოამზადეთ სიროფი შაქრისა და წყლისგან. გააცალეთ მსხალი, დატოვეთ ღეროები.
- მოხარშეთ მსხალი სიროფში.
- გააცხელეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე, დაამატეთ ნაღები, აურიეთ.
- დადეთ მსხალი თეფშზე, შეავსეთ შოკოლადით და შედგით მაცივარში 2 საათის განმავლობაში.
- დაამშვენეთ დესერტი პიტნის ფოთლებით.
მსხალი შოკოლადში
Comments