სალათი წითელი თევზით და ავოკადოთი
ინგრედიენტები:
- წითელი თევზის ფილე – 200 გრ
- ბრინჯი – 100 გ
- ავოკადო – 2 ცალი.
- ხაჭო – 200 გ
- მყარი ყველი – 100 გ
- მარილი – გემოვნებით
- მწვანილი – გემოვნებით
- ლიმონი – დეკორისთვის
მომზადების წესი:
- დაჭერით თევზი კუბებად. დატოვეთ ცოტა დეკორაციისთვის.
- მოხარშეთ ბრინჯი და გაგრილეთ
- ავოკადო დაჭერით კუბებად.
- ფორმაში ჩაყარეთ ფენებად: თევზის ნაჭრები, ბრინჯი, ხაჭო, ავოკადო, ბრინჯი, ყველი, თევზი.
- მსუბუქად გაამყარეთ ფენები ჩანგლით, სურვილის შემთხვევაში დაამარილეთ.
- სალათს ზემოდან გაანაწილეთ გახეხილი ყველი.
- დატოვეთ მაცივარში 30-40 წუთის განმავლობაში.
Comments