ქათმის ფილეს პასტრომა
ინგრედიენტები:
- წყალი – 1 ჭიქა
- მარილი – 2 ჩ.კ.
- მცენარეული ზეთი – 1.5 ს.კ
- მარილი – 1/4 ჩ.კ.
- თაფლი – 1 ჩ.კ.
- პაპრიკა – 1.5 ს.კ.
- ნიგოზი – 1/4 ჩ.კ.
- ნიორი – 3 კბილი
მომზადების წესი:
- დაასხით მარილი (2 ჩ.კ.) ჭიქა წყალში. ჩამოიბანეთ ქათმის ფილე და ჩაასხით მარილიან წყალში (ხორცი მთლიანად უნდა დაიფაროს წყლით) და დატოვეთ გრილ ადგილას მინიმუმ 3 საათის განმავლობაში, ან უკეთესია ღამით ან დღის განმავლობაში.
- ამოიღეთ ფილე, ჩამოიბანეთ. გადაუკარით მჭიდრო ძაფით (ეს ხელს შეუწყობს ხორცს შეინარჩუნოს ფორმა მისი გამოცხობისას).
- მოამზადეთ ნარევი რომ წაუსვათ, აურიეთ ზეთი, დაჭრილი ნიორი, მარილი, პაპრიკა, თაფლი და ჯავზი.
- გადაკრული მკერდი თანაბრად ნაზავი წაუსვით.
- საცხობი ფილე შეგიძლიათ მოათავსოთ კილიტაზე, პერგამენტის ქაღალდზე, შეგიძლიათ ცეცხლგამძლე ფორმაში.
- ხორცი მოათავსეთ ცხელ ღუმელში.
- აცხვეთ 250 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. დატოვეთ ხორცი ღუმელში, სანამ იგი სრულად არ გაგრილდება. როდესაც გაცივდა, უკეთეს ფორმას ინარჩუნებს.
ქათმის ფილეს პასტრომა
ქათმის ფილეს პასტრომა
Comments